ტაივანის ინფორმაციით, ჩინეთმა მორიგი "საბრძოლო პატრულით" კუნძულთან ახლოს სამხედრო აქტივობა განაახლა. მანამდე კი, ტაივანის მთავრობამ პეკინს ტაივანისთვის თევზსაჭერი გემის ჩამორთმევის შემდეგ დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისიდან, ტაივანმა კუნძულის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 127 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
„მეთევზეებმა უნდა აიმაღლონ სიფხიზლის დონე და არ გააკეთონ ისეთი რამ, რაც შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს.
ამავდროულად, ასევე მინდა ვთხოვო ჩინურ მხარეს, ნუ მიიღებს გადაჭარბებულ ზომებს, რადგან მხარეებს შორის ადვილად შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და ზედმეტი დაპირისპირება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ჩო იუნგ-ტაიმ.
ჩინეთმა, რომელიც დემოკრატიულად მართულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კუნძულზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა გააძლიერა.
0
0