11/12/2023
08:34
მსოფლიო
ჩინეთმა მსოფლიოში პირველი მეოთხე თაობის ატომური ელექტროსადგური აამუშავა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ენერგეტიკის სახელმწიფო სამმართველოს განცხადებაში წერია, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.
უწყების ცნობით, ატომური ელექტროსადგური, „შიდაოვანი“ აღმოსავლეთ პროვინცია შანდონში მდებარეობს.
მაღალტემპერატურიანი გაზგამაგრილებელი რეაქტორის მქონე ატომური ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 168 საათი უწყვეტად მუშაობდა, რის შემდეგაც კომერციულ ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთმა მეოთხე თაობის ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიების კვლევაში, განვითარებასა და გამოყენებაში მსოფლიოს წამყვან დონეს მიაღწია,“ - აცხადებს ენერგეტიკის სამმართველო.
უწყება განმარტავს, რომ ელექტროენერგიის წარმოების სფეროში მაღალტემპერატურიანი გაზგამაგრილებელი რეაქტორის შესამჩნევი უპირატესობა მისი უსაფრთხოებაა. შესაბამისად, სამმართველოს შეფასებით, ასეთ ატომურ ელექტროსადგურებს ფართო პერსპექტივა აქვთ.
წყარო: bpn.ge
0
0