27/03/2024
14:39
მსოფლიო
მფრინავი ავტომობილის საწარმოო ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად ევროპაში შეიქმნა და წარმატებით გამოიცადა, ჩინურმა ფირმამ Hebei Jianxin Flying Car Technology-მ იყიდა. BMW-ს ძრავითა და სტანდარტული საწვავით, AirCar-მა 2021 წელს სლოვაკეთის ორ აეროპორტს შორის 35 წუთის განმავლობაში იფრინა. AirCar-მა ასაფრენ-დასაფრენი ზოლები გამოიყენა და მას მანქანიდან თვითმფრინავად გადაქცევისთვის სულ რაღაც ორ წუთზე მეტი დასჭირდა.
AirCar-ის დაპროექტებაზე დაფუძნებული მანქანები ჩინეთის „კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში“ იქნება გამოყენებული. კომპანია Hebei Jianxin Flying Car Technology-მა, რომლის სათაო ოფისი კანჯოუში მდებარეობს, სლოვაკური თვითმფრინავების მწარმოებლისგან AirCar თვითმფრინავების წარმოებისა და გარკვეულ ტერიტორიაზე მათი გამოყენების ექსკლუზიური უფლებები შეიძინა.
სლოვაკური თვითმფრინავების მწარმოებლის KleinVision-ის თანადამფუძნებელმა ანტონ ზაიაჩმა არ გაამჟღავნა, თუ რამდენად გაყიდა ტექნოლოგია.
როგორც BBC-ი წერს, ამ სატრანსპორტო საშუალებისთვის ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ინფრასტრუქტურის, რეგულირებისა და საზოგადოების მიერ ტექნოლოგიის მიღების თვალსაზრისით.
0
0