
ე.წ. პანდას დიპლომატიის ფარგლებში ჩინეთის მიერ აშშ-სთვის გადაცემული პანდების პეკინში დაბრუნება 7 დეკემბრისთვის იგეგმება.
"პანდას დიპლომატია" არის ქვეყნებთან ურთიერთობის გასამყარებლად პანდების გადაცემის სტრატეგია, რომელიც პეკინი არაერთი წელია, იყენებს.
ვაშინგტონის ზოოპარკიდან ჩინეთში სამი პანდის დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში მხოლოდ ოთხი პანდა დარჩება, რომლებსაც ჩინეთი 2024 წლისთვის გამოითხოვს.
ანალიტიკოსების აზრით, თუ ჩინეთი და აშშ შეთანხმებებს არ განაახლებენ, ამერიკაში არცერთი გიგანტური პანდა აღარ დარჩება, რაც 1972 წლიდან დღემდე არ მომხდარა.
გარდა ამისა, ჩინეთის მიერ პანდების გამოთხოვის საშიშროების წინაშე დგანან გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. არაერთი ანალიტიკოსის თქმით, პანდების გამოთხოვა დასავლეთის ქვეყნებსა და პეკინის შორის ურთიერთობის დაძაბვის პარალელურად მოხდა.
"ჩინეთი ახლა მოითხოვს, რომ პანდების მოვლის პრივილეგიების მქონე ქვეყნები მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი პანდებს გამოითხოვს". – თქვა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა.
0
0