28/10/2022
13:14
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის რუსეთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.
ვანგ იიმ განაცხადა, რომ "ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს რუსულ მხარეს [რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს]" და დასძინა, რომ "ჩინეთისა და რუსეთის პროგრესის დაბლოკვის ნებისმიერი მცდელობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა "უკრაინასა და საერთო ინტერესის მქონე სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს".
რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ეს პირველი სატელფონო საუბარი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს მეთ თის განცხადებით, ამჯერად ჩინეთის ტონი რუსეთის მიმართ "ბევრად უფრო მხარდამჭერია".
0
0