22/10/2022
15:30
მსოფლიო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთი კვირის განმავლობაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა იმართება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჩინეთის ყოფილი მმართველი, 79 წლის ხუ ძინტაო ძალდატანებით გამოჰყავთ ჩინეთის კომპარტიის ყრილობის პრეზიდიუმიდან.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახელმწიფოს და კომპარტიის ყოფილი ხელმძღვანელის განდევნებას ყრილობიდან, მშვიდად ადევნებდა თვალ-ყურს ხუ ძინტაოს გვერდით მჯდომი ჩინეთის ამჟამინდელი კომპარტიის და ქვეყნის მეთაური სი ძინპინი, რომელმაც მე-20 ყრილობაზე მოიპოვა, ჩინეთის უახლესი ისტორიის განმავლობაში (მაო ძედუნის შემდეგ) უპრეცედენტო ძალაუფლება.
ინციდენტის ზუსტი მიზეზები არ არის ცნობილი, თუმცა ჩინეთის კულუარულ წრეებში მიიჩნევენ, რომ ხუ ძინტაო მიიჩნევა სი ძინპინის ყველაზე გავლენიან, საჯარო ოპონენტად.
0
0