15/05/2023
12:21
მსოფლიო
დღეს, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში და ყოფილი ელჩი რუსეთში, ლი ჰუი, უკრაინას, რუსეთსა და ევროპის სხვა ქალაქებს ეწვევა. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, ტურნე მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის „პოლიტიკურად მოგვარების გზების“ განხილვას.
ლი ჰუი ასევე, რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს, საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა.
ლი ჰუი ყველაზე მაღალი რანგის ჩინელი დიპლომატია, რომელიც, გასული წლის თებერვალში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, უკრაინას ეწვევა.
რამდენიმე კვირის წინ კი, ომის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყურადღებას გაამახვილებს სამშვიდობო ინიციატივებზე. თუმცა, კონფლიქტის დასრულების შესახებ პეკინის ინიციატივებს დასავლეთში გარკვეული სკეპტიციზმით შეხვდნენ რუსეთთან მისი კავშირების გამო.
0
0