20/02/2023
13:57
მსოფლიო
ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს უცხოეთის საკითხების კომისიის თავმჯდომარე ვან ი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შესაძლო სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა.
როგორც რუსული გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რუსეთში ვან ის ვიზიტის მთავარი მიზანია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში პეკინის როლის გაზრდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის წერს, „ეს ფაქტი სავარაუდოდ, დასავლეთს შეაშფოთებს, რადგან ჩინეთმა შესაძლოა რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“.
შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვა მოსკოვი-პეკინის ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საკითხს "ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს".
გასულ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ვანმა აშშ თავისი "ისტერიული" ქცევით საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. მან ასევე კვლავ მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ და ევროპულ ქვეყნებს "ურჩია მშვიდად იფიქრონ", თუ როგორ დაასრულონ ომი, ასევე ზოგიერთი ძალა დაადანაშაულა იმაში, რომ არ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და არც ის, რომ "ომი მალე დასრულდეს".
0
0