12/05/2023
12:21
მსოფლიო
„ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში ლი ჰუი 15 მაისს დაიწყებს ტურნეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ეწვევა, რათა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების საკითხი განიხილოს“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში ლი ჰუის ვიზიტი ჩინეთის მიერ მოლაპარაკებების ხელშეწყობის კიდევ ერთი გამოხატულებაა და მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთი „მტკიცედ დგას მსოფლიოს მხარეს“.
დიპლომატმა განაცხადა, რომ გაჭიანურებული და გამწვავებული უკრაინის კრიზისის ფონზე ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებაში.
0
0