ჩინეთის სამხედრო ძალები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საგრძნობლად აგრესიული და სახიფათო გახდა - გენერალი მარკ მილი
25/07/2022
10:52
მსოფლიო
A-
+A
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის სამხედრო ძალები საგრძნობლად უფრო აგრესიული და სახიფათო გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
ამერიკელი გენერლის თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მხრიდან სახიფათო მოქმედებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ეს ის სფეროა, სადაც ჩინეთი ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. ეს შემაშფოთებელია, რადგან ჩინეთი ამას მხოლოდ კეთილი მიზეზების გამო არ აკეთებს. ისინი ცდილობენ, გააფართოონ თავიანთი გავლენა მთელ რეგიონში და ამას მოჰყვება პოტენციური შედეგები, რომლებიც სულაც არ არის ხელსაყრელი ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის რეგიონში“, – განაცხადა მარკ მილიმ.
ამერიკელი გენერალი ვიზიტით ინდონეზიაში იმყოფება.
0
0
324
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%