30/10/2025
11:55

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა სი ძინპინის განცხადება, რომელიც მან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სი ძინპინმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ მიაღწია კონსენსუსს „მთავარ სავაჭრო საკითხებზე“.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინური და ამერიკული გუნდები იმუშავებენ შედეგების მიღწევაზე, რომლებიც იქნება „დამამშვიდებელი აბი“ ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის.
როგორც სი ძინპინმა განმარტა, ორივე ქვეყანას აქვს „პერსპექტიული შესაძლებლობები“ თანამშრომლობისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა უკანონო მიგრანტების საკითხის მოგვარება, კიბერთაღლითობა, ფულის გათეთრება და ხელოვნური ინტელექტი.
„ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ერთობლივად აჩვენონ დიდი სახელმწიფოებისთვის შესაფერისი პასუხისმგებლობა , ერთად იმუშაონ და განახორციელონ უფრო მნიშვნელოვანი, პრაქტიკული და სასარგებლო საქმეები ორივე ერისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა სი ძინპინმა.
0
0