
ჩინეთშის ქალაქ ვენჟოუში ქართული მეღვინეობა "ბადაგონის" ოფისი, სადემონსტრაციო სივრცე (show room) და სასაწყობე ინფრასტრუქტურა გაიხსნა.
ჩინეთში მეღვინეობა "ბადაგონის" მთავარი პარტნიორია კომპანია -Wenzhou Bydoway Import & Export Co.
კომპანიამ Wenzhou Bydoway Import & Export Co, რომლის ხელმძღვანელია ლუ რონგ მინგი (Lu Rong Ming), აიღო ვალდებულება ბრენდის განვითარებისთვის, ჩინეთში, 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.
პროექტი მოიცავს „ბადაგონის“ ქართული კულტურის ცენტრების, პრემიუმ კლასის შოურუმებისა და წარმომადგენლობითი ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში.
2024 წლის მონაცემებით, ბადაგონის პარტნიორმა ჩინურმა კომპანია, ჩინეთში გახსნა 18 რესტორანი და შოურუმი ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
ჩინეთის ბაზარზე "ბადაგონის" პრემიუმ სეგმენტის, მაღალი ხარისხის ღვინოებია წარმოდგენილი, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამ რეგიონში.
ვენჟოუ ჩინეთის ჟეჯიანის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქალაქია და 2020 წლის აღწერის მონაცემებით, 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
0
0