13/03/2023
12:51
მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში გამგზავრებას მომავალ კვირას აპირებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური პირების განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდება. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
იანვარში რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა ჩინელი კოლეგა გაზაფხულზე რუსეთში მიიწვია. გასულ თვეში კი, Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა აპრილში ან მაისის დასაწყისში შედგეს. აღნიშნული ვიზიტი მას შემდეგ დაანონსდა, რაც ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. თუმცა ეს ინიციატივა შეფასდა, როგორც "დასავლურ საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობა" ჩინეთის მხრიდან, რომელმაც ერთი წლის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან მისი "მეგობრობა უსაზღვროა".
0
0