ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობამ მხარი დაუჭირა სი ძინპინის მმართველობას
22/10/2022
16:19
მსოფლიო
A-
+A
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობამ 22 ოქტომბერს მხარი დაუჭირა სი ძინპინის "ძირეულ პოზიციას" ქვეყნის მმართველობაში, რითიც ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ მას ხელისუფლების უპრეცედენტო მესამე ვადა ერგება.
პეკინში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე პარტიულმა ყრილობამ დაამტკიცა მასშტაბური ცვლილებები, რომელთა ფარგლებშიც გადადგა არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის პრემიერი ლი კეციანი - რაც სი ძინპინს ახალი მოკავშირეების დანიშვნის საშუალებას მისცემს.
ყრილობა, რომელიც ძირითადად სამთავრობო ხაზის დამტკიცების ფუნქციას ასრულებს, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ფაქტობრივად ეჭვგარეშეა, რომ სი ძინპინი 23 ოქტომბერს მორიგ ჯერზე დამტკიცდება გენერალურ მდივნად - რაც მას საშუალებას მისცემს მესამე ვადით დარჩეს ჩინეთის პრეზიდენტად.
0
0
255
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%