
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩინეთის თაივანის რეგიონს 11 105 მილიარდი დოლარის ღირებულების მოწინავე იარაღს მიჰყიდის და „გააგრძელებს (ჩინეთის) თაივანის (რეგიონის) დახმარებას საკმარისი თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებაში, ძლიერი შემაკავებელი ძალის სწრაფად განვითარებაში და ასიმეტრიული ომის უპირატესობების გამოყენებაში, რითაც შეინარჩუნებს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება, უკვე მიიღო და მომავალშიც გააგრძელებს გადამწყვეტი საპასუხო ზომების მიღებას ერთი ჩინეთის პრინციპის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
აშშ-ის მიერ თაივანისთვის იარაღის მიყიდვა, თაივანის სრუტეში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცეცხლზე ნავთის დასხმაა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, თაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს, ეს არის თაივანის სრუტეში არსებული რეალური მდგომარეობა. აშშ-მა არაერთხელ მიჰყიდა იარაღი თაივანის ხელისუფლებას „თაივანის სრუტეში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების“ საბაბით, თუმცა სინამდვილეში ის ცდილობს თაივანის გამოყენებას ჩინეთის შესაკავებლად და მის შეიარაღებას, აშშ თაივანის სრუტეს საშიში საომარი მდგომარეობისკენ უბიძგებს. ფაქტები ადასტურებს, რომ თაივანის ხელისუფლების განმეორებითი მცდელობები, „აშშ-ზე დაყრდნობით დამოუკიდებლობა მოიპოვონ“ და აშშ-ში რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმი, რომ „თაივანის კარტით“ ითამაშონ, ყველაზე დიდი ცვლილებაა თაივანის სრუტის არსებული მდგომარეობისთვის და ყველაზე მეტად აზიანებს მშვიდობას თაივანის სრუტეში.
- <span bpg="" glaho="" arial",="" sans-serif;"="">ჩინეთ-საქართველო კვლავ იქნებიათ ნამდვილი მეგობრები და კარგი პარტნიორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთის ძირითად ინტერესებს, ერთად დაიცავენ საერთაშორისო სამართლიანობას და ხელს შეუწყობენ მშვიდობასა და განვითარებას.
აშშ-ის მიერ თაივანისთვის იარაღის მიყიდვა იმაზე მიუთითებს, რომ აშშ საკუთარ სიტყვას არ ასრულებს. 1982 წლის 17 აგვისტოს ჩინეთ-აშშ-ის კომუნიკეში აშშ-მ პირობა დადო, რომ „თაივანისთვის მიყიდული იარაღი არც ხარისხობრივად და არც რაოდენობრივად არ გადააჭარბებს აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ბოლო წლებში მიწოდებული იარაღის დონეს და (აშშ) გეგმავს, თანდათანობით შეამციროს თაივანისთვის იარაღის მიყიდვა, რაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს“. ორმოც წელზე მეტი გავიდა, აშშ-მა კი არა მხოლოდ არ შეამცირა თაივანისთვის იარაღის მიყიდვა, არამედ სულ უფრო და უფრო მეტ და მოწინავე იარაღს ყიდის. აშშ-ის მიერ შავით თეთრზე დაწერილი დაპირებები ცარიელ სიტყვებად იქცა, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია ხედავს აშშ-ს შელახულ ავტორიტეტს.
აშშ-ის მიერ თაივანისთვის იარაღის მიყიდვას კუნძულის მოსახლეობის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. აშშ-ის მიერ თაივანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, თაივანის ადგილობრივმა ლიდერმა, ლაი ცინგტემ პირობა დადო, რომ 8 წლის განმავლობაში აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში 1.25 ტრილიონი თაივანური დოლარის (დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას ჩადებდა. ამავდროულად, თაივანის ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წლისთვის, სავარაუდოდ, 400 მილიარდ თაივანურ დოლარს (დაახლოებით 12.8 მილიარდ აშშ დოლარს) გადააჭარბებს. დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) მილიტარისტულმა ამბიციებმა და აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვიდან მითვისებულმა თანხებმა მნიშვნელოვნად შეამცირა აუცილებელი ხარჯები ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა. თაივანის ხელისუფლების მიერ იარაღის გადაჭარბებულმა შესყიდვებმა კუნძულის მოსახლეობის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია, უკვე 8 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც ლაი ცინგტეს იმპიჩმენტს მოითხოვს. თაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალები თაივანის საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რაც თაივანს აუცილებლად დიდ განსაცდელს მოუტანს.
- <span bpg="" glaho="" arial",="" sans-serif;"="">ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციების მქონე ქვეყნებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას და ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აშშ-ის მიერ თაივანისთვის იარაღის მიყიდვა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევაა. აშშ-მა თაივანისთვის იარაღის მიყიდვის დროს არაერთხელ ახსენა ე.წ. „თაივანთან ურთიერთობების აქტი“ და თაივანისადმი მიცემული „ექვსი გარანტია“, თუმცა ეს ყველაფერი აშშ-ს გამოგონილია. აშშ-ს არ აქვს უფლება, საკუთარი შიდა სამართალი საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენოს, არ აქვს უფლება გამოიყენოს იგი საერთაშორისო ვალდებულებებისგან თავის გასათავისუფლებლად და მით უმეტეს, ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო წესრიგსა და რეგულაციებს. თაივანის ჩინეთში დაბრუნება მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოს, უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი ნორმაა. „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე“ მუდმივი საუბრის ნაცვლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ უნდა შეწყვიტონ თავისი ჰეგემონური ქცევა და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან გაეროზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დასაცავად.
ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციების მქონე ქვეყნებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას და ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თაივანის საკითხი წმინდად ჩინეთის შიდა საქმეა. თაივანისთვის იარაღის მიყიდვა სერიოზულ ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს მიუღებელ, უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებას. ჩინეთის საპასუხო ზომები აუცილებლად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, ხალხთა გაგებასა და მხარდაჭერას.
დამდეგ 2026 წელს, ჩინეთი მზადაა, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობას პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ოთხი გლობალური ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთ-საქართველო კვლავ იქნებიათ ნამდვილი მეგობრები და კარგი პარტნიორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთის ძირითად ინტერესებს, ერთად დაიცავენ საერთაშორისო სამართლიანობას და ხელს შეუწყობენ მშვიდობასა და განვითარებას.
0
0