05/09/2023
16:04
მსოფლიო
ცენტრალური შანქსის პროვინციაში, ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა - მშენებლებმა კედელი ექსკავატორით ღრმად გაბურღეს.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილია ორი ადამიანი [38 წლის მამაკაცი და 55 წლის ქალი] დიდი კედლის 32-ე უბანში სამშენებლო სამუშაოების გამარტივების მიზნით მოკლე გზის გაყვანას მცდელობასთან დაკავშირებით. ორივე პირი დაკავებულია და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ეჭვმიტანილმა "მნიშვნელოვნად დაარღვია მინის დინასტიის მიერ აშენებული დიდი კედლის მთლიანობა და კულტურული რელიქვიების უსაფრთხოების ნორმა".
იუიუს საგრაფოში მდებარე დიდი კედლის 32-ე უბანი კატეგორიზებულია, როგორც ისტორიული და კულტურული ადგილი. ჩინეთის დიდი კედელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი 1987 წლიდან გახდა. მისი მშენებლობა ძვ.წ. აღ-ის 220 წლიდან დაიწყო და რეკოსნტრუქცია უწყვეტად მიმდინარეობდა 1600-იან წლებშიც - მინის დინასტიის მმართველობისას. იმ დროისთვის ჩინეთის დიდი კედელი მსოფლიოში უდიდეს სამხედრო კონსტრუქციას წარმოადგენდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი კედლის უფრო ცნობილი ნაწილები დახვეწილად აშენებული კოსნტრუქციებისგან შედგება, რომლებსაც უძველესი საგუშაგო კოშკები ამშვენებს, კოსნტრუქციის სხვა ნაწილები [მინის დინასტიის დროინდელი] იშლება ან საერთოდ გამქრალია,“ - წერს BBC-ი.
კედლის ზოგიერთი მონაკვეთი წლების განმავლობაში დაზიანდა ან დაინგრა, განსაკუთრებით შორეულ სოფლებში.
2016 წელს, გაზეთი Beijing Times-ი წერდა, რომ მინის დიდი კედლის 30%-ზე მეტი მთლიანად გაქრა და მხოლოდ 8% ითვლება შენარჩუნებულად.
0
0