24/04/2024
18:38
ბადაგონი
„ჩინეთში, წინა წლების მონაცემებით, ღვინის გაყიდვები 12 პროცენტზე ავიდა, რაც ძალიან კარგია. გვყავს პარტნიორი, რომელმაც ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, “ბადაგონი-საქართველოს” 18 რესტორანი და შოურუმი შექმნა“- ამის შესახებ “ბადაგონის” დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ რადიო “სივრცის” ეთერში განაცხადა.
„ჩინეთი საინტერესო და მნიშვნელოვან დროს შემოვიდა ჩვენს არეალში - პანდემიამდე გვქონდა დიდი ზრდა ჩინეთის ბაზარზე. ის პანდემიის დროს, ერთადერთი ბაზარი იყო, სადაც ღვინის მიწოდება შეწყდა, რამაც დაღი დაასვა გაყიდვებს. წინა წლების მონაცემებით, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები 12 პროცენტზე ავიდა და ეს ძალიან კარგია. გვყავს პარტნიორი, რომელმაც ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში "ბადაგონი-საქართველოს" 18 რესტორანი და შოურუმი შექმნა. მნიშვნელოვანი იყო საფასო სეგმენტიც. ჩვენ, ჩინეთში, ყველა საფასო სეგმენტით არ შევედით. მოსახლეობის სიუხვის მიუხედავად, დიდი კონკურენციაა და ვითარდება ადგილობრივი ღვინის მეურნეობა. სახელმწიფოსგან დოტაციას იღებენ, თუმცა დაბალფასიანი სეგმენტია. რაც შეეხება იმპორტულ ღვინოს, ჯერ იმ ეტაპზე არიან, როდესაც 80 პროცენტი იმპორტირებული ღვინის ფრანგულია და აგრესიულად შევიდა იტალიური ღვინოებიც. შემდეგ ახალი ზელანდია, ჩილე და უკვე საქართველოც გამოჩნდა 7-8 წელია. ძალიან დიდი მატება გვაქვს და საშუალოდ, 10 პროცენტიან ზრდას ველოდებით წელს.“- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
ამასთან, “ბადაგონის” დამფუძნებლის თქმით, აღსანიშნავია სამხრეთ კორეის და იაპონიის ბაზარი, სადაც ღვინის გადატვირთვები 2023 წელს დაიწყო.
„პირველი გადატვირთვები მოხდა 2023 წელს სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, სადაც განსაკუთრებულ ზრდას ველოდებით. აზიის ეს სამი ბაზარი, ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანია.“- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
0
0