26/02/2024
12:29
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ჩინეთიდან 15 290 ვიზიტორი ეწვია, რაც 626%-ით მეტია, წინა წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის IV კვარტალში ქვეყანაში ჩინეთის 2 106 მოქალაქე შემოვიდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, გასული წლის IV კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების მაჩვენებელმა ჯამში, 1 343 303 შეადგინა, შესაბამისად, აქედან 1,1% ჩინეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველომ გასული წლის სექტემბერში აამოქმედა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.
bpn.ge
0
0