
ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა.
ეს პოზიცია მან უკრაინის დონეცკის ოლქში, ორი ჩინელი მებრძოლის დატყვევების შესახებ უკრაინული მხარის ინფორმაციაზე დააფიქსირა.
ბრიუსის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.
„ვიცით ცნობები, რომ უკრაინამ ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევა, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინაში. ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საგნების თითქმის 80%, რომლებსაც რუსეთ საჭიროებს, რათა გააგრძელოს ომი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ამ ორ ბირთვულ ძალას შორის თანამშრომლობის გაგრძელება ხელს შეუწყობს მხოლოდ გლობალურ არასტაბილურობას. შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად დაცულსა და ნ აკლებად წარმატებულს გახდის“, - განაცხადა ბრიუსმა.
0
0