
„პეკინი არ აპირებს, რომ უკრაინის ომის ესკალაციას უმოქმედოდ დააკვირდეს“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ უნგრელ კოლეგა პეტერ სიარტოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ქვეყანა უკრაინაში კრიზისულ ვითარებაში ჩართულ სახელმწიფოებს შორის არ არის, მაგრამ ჩვენ ესკალაციას უმოქმედოდ არ დავაკვირდებით. პეკინი არ აპირებს ცეცხლზე ნავთის დამატებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს.
უკრაინის კრიზისმა მძიმე გაკვეთილი გვასწავლა და თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ ეს სერიოზულად უნდა მიიღოს. შექმნილ ვითარებაში, მსოფლიო თანამეგობრობის კოორდინირებული ძალისხმევით აუცილებელია, რომ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური და სტაბილური მექანიზმი შეიქმნას“, - განაცხადა ვან იმ.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025