11/08/2023
10:33
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, „ჩინეთი ხშირ შემთხვევაში, შენელებული მოქმედების ბომბია“ თავისი ეკონომიკური გადაწყვეტილებების გამო.
ბაიდენი ასევე ამბობს, რომ ჩინეთს პრობლემები აქვს უმუშევრობის მაღალი დონის და მაღალ ასაკობრივ ზღვარს მიღწეული სამუშაო ძალის გამო.
„მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს კარგი არ არის, რადგან როცა ცუდ ადამიანებს პრობლემები უჩნდებათ, ისინი ცუდ რაღაცებს აკეთებენ“, - განაცხადა ბაიდენმა ხუთშაბათს, 10 აგვისტოს იუტას შტატში ვიზიტისას.
მისივე თქმით, ჩინეთისთვის ზიანის მიყენება არ სურს და უნდა, რომ ამ ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობები ჰქონდეს.
როგორც The Guardian წერს, ბაიდენის ამ განცხადებებმა ბევრს გაახსენა მის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება, როდესაც მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს დიქტატორი უწოდა, ჩინეთმა კი ეს შეაფასა, როგორც „პოლიტიკური პროვოკაცია“.
0
0