21/12/2022
13:21
მსოფლიო
„ჩინეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე თავშეკავებას შეინარჩუნებს და უსაფრთხოების პრობლემებს პოლიტიკური საშუალებებით გადაწყვეტს", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა.
ჩინელმა ლიდერმა აღნიშნული განცხადება რუსეთის ყოფილ პრეზიდენტის, პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარის დიმიტრი მედვედევთან დღეს გააჟღერა, პეკინში გამართულ შეხვედრაზე", - იუწყება "სინჰუა" (Xinhua), ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
სი ძინპინის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და „ერთიან რუსეთს“ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ჩინეთსა და რუსეთს შორის გონივრულ კომუნიკაციას, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ექსპერტების აზრით, ჩინეთი რუსეთის მთავარი „შემორჩენილი“ მოკავშირეა და რუსეთისადმი მის მუდმივ მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
0
0