
როგორც ცნობილია, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრა. საპასუხოდ, ჩინეთში აშშ-ის საელჩომ ტრამპს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ პეკინი "მზადაა, რომ ნებისმიერ სავაჭრო ომში ბოლომდე იბრძოლოს".
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა მეთ პოტინგერმა NBC-ს განუცხადა, რომ ჩინეთი "ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშიშ პერიოდშია".
„ჩინეთის ეკონომიკური მარცხის ნაწილი ზუსტად ისაა, რომ [სი ძინპინი] მას ომისდროინდელ ეკონომიკად აქცევს - ის თავისი ქვეყნის ეკონომიკას ომისთვის ამზადებს, რათა შოკებს გაუძლოს. ჩინეთი აგროვებს საკვებს, სპილენძს და ყველა სახის სხვა პროდუქტს, რომლებიც უცხოური გემებით ადვილად და იაფად შევა ქვეყანაში“, - დასძინა პოტინგერმა.
0
0