
„ჩინეთი არ მიიღებს უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც მას ნატოს სამიტზე წაუყენეს,“ - განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ნიდერლანდელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას.
„ჩინეთი მზად არის, შეინარჩუნოს კონტაქტი ნატოსთან „თანაბარ პირობებში“ და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და სამხედრო ალიანსს ვთხოვთ, რომ არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში,“ - თქვა ვანგ იიმ.
Reuters-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებთან ურთიერთობის შესახებ, ვანგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა, დაამყაროს მჭიდრო კავშირები ნიდერლანდების ახალ მთავრობასთან და აწარმოოს ყოვლისმომცველი დიალოგი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ჩინეთის აზრით, ნიდერლანდები ევროკავშირს ჩინეთის ობიექტურად და რაციონალურად შეფასებაში დაეხმარება და შეასრულებს კონსტრუქციულ როლს ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარების საქმეში.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026