02/06/2023
14:44
მსოფლიო
ჩინეთის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის საკითხებში ლი ჰუიმ მთავრობებს „რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე იარაღის გაგზავნის შეწყევტისკენ“ მოუწოდა.
მისი თქმით, მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპაში კიდევ ერთი დელეგაცია გაგზავნოს.
„ჩვენ გავაანალიზეთ, რომ ორივე მხარის პოზიციებს შორის დიდი უფსკრული იყო. თუმცა, ვფიქრობ, მოლაპარაკებებისთვის არცერთს არ მიუხურავს „მტკიცედ“ კარი“, - განაცხადა ლი ჰუიმ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას.
როგორც ცნობილია, ჩინეთი ცდილობდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შუამავლის როლი შეესრულებინა; ამ წლის დასაწყისში კი - უკრაინის ხელისუფლებას "სამშვიდობო გეგმა" შესთავაზა. პარალელურად, ჩინეთი კვლავ მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაღრმავდა. ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი უკრაინას მხარს უჭერს და იარაღს აწვდის.
0
0