„ჩინეთი და ევროკავშირი უფრო პარტნიორები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეები,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ და ორივე მხარეს მოუწოდა, რომ ერთმანეთის პერსპექტივიდან იფიქრონ და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ვანგმა, პეკინში, ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერ ქსავიერ ბეტელთან შეხვედრაზე გააკეთა.
„მზარდი ცალმხრივობისა და პროტექციონიზმის ფონზე, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი თავისი თავდაპირველი მისწრაფების ერთგული დარჩება და შეინარჩუნებს სტრატეგიულ დამოუკიდებლობას. ჩინეთი მზადაა, ლუქსემბურგთან ერთობლივი ძალისხმევა განახორციელოს ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობების მდგრადი და ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის,“ - თქვა ვანგმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
13/05/2026