07/08/2023
13:41
მსოფლიო
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის სამუელ რამანის აზრით, საუდის არაბეთში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობა ცხადყოფს, რომ ის არ დგას რუსეთის უკან და, სამაგიეროდ, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მშვიდობის მხარეზეა.
„უმაღლესი რანგის დიპლომატების რამდენიმე თვის წინ შერბილებული პოზიციის მიუხედავად, დახურულ მოლაპარაკებებზე ჩინეთის დასწრება მაინც მოულოდნელი იყო. ეს არის ჩინეთი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ ის მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიას და მშვიდობის მხარეზეა”, - თქვა რამანმა.
საუდის არაბეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დახურული მოლაპარაკებები, შემდეგი ნაბიჯების შესახებ კონკრეტული გეგმის შემუშავების გარეშე, დასრულდა, თუმცა შეხვედრაში მონაწილე ქვეყნები თანხმდებიან "საერთო ნიადაგის მომზადებაზე, რომელიც გზას გაუხსნის მშვიდობას".
უკრაინამ მოლაპარაკებებს "პროდუქტიული" უწოდა, ხოლო რუსეთი მათ "განწირულად" თვლის.
0
0