ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ის გააძლიერებს ჩინეთის მხარდაჭერას მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი კონტინენტისთვის - აფრიკისთვის, რაც გულისხმობს 51 მილიარდი აშშ დოლარით დაფინანსებას, მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივის მხარდაჭერას და, მინიმუმ, 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას.
სი ძინპინმა აფრიკის 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს განუცხადა, რომ „მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა რესურსებით მდიდარ კონტინენტზე“ 30 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს და მას 360 მილიარდი იუანით ($50,70 მილიარდი) დაეხმარება.
„ჩინეთი მზად არის გააღრმავოს აფრიკასთან თანამშრომლობა ინდუსტრიის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში, ვაჭრობასა და ინვესტიციებში. ჩინური კომპანიები საკრედიტო ხაზებით 210 მილიარდ იუანს გამოყოფს და, მინიმუმ, 70 მილიარდ იუანს ახალ ინვესტიციაში ჩადებს, ხოლო უფრო მცირე თანხები უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო დახმარებისა და სხვა პროექტების ფარგლებში“, - განუცხადა ძინპინმა, პეკინში, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის სამიტზე შეკრებილ დელეგატებს.
მან ჩინელ კონტრაქტორებს, COVID-19-ის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, აფრიკის კონტინენტზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
სი ძინპინმა დასძინა, რომ "30 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, ჩინეთი მზად არის, აფრიკაში 30 სუფთა ენერგიის პროექტი დაიწყოს" და მასთან ბირთვულ ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკული დეფიციტის დაძლევაზე ითანამშრომლოს.
ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის სამიტი, რომელიც პეკინში გაიმართა, მოიცავს სამწლიან პროგრამას ჩინეთისა და ესვატინისთვის [ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში], რომელიც ტაივანთან კავშირებს ინარჩუნებს.
თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთის ლიდერს, დაკარში, 2021 წლის ფორუმზე გაჟღერებული პირობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. სი ძინპინმა აღნიშნულ ფორუმზე განაცხადა, რომ ჩინეთი აზიური გიგანტისგან 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აფრიკულ საქონელს შეისყიდიდა და პირობა დადო, რომ ბაზარზე წვდომას მხოლოდ ცალმხრივად გააფართოვებდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე წვდომისთვის პეკინის ფიტოსანიტარული წესები ძალიან მკაცრია, შესაბამისად, ჩინეთი აღნიშნულ დაპირებას ვერ შეასრულებს.
0
0