14/11/2022
11:37
მსოფლიო
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი კეციანის კომენტარის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ პეკინისთვის რუსეთის ბოლოდროინდელი ბირთვული რიტორიკა არასასიამოვნოა.
მაღალჩინოსნის თქმით, „ლი კეციანმა ხაზი გაუსვა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების უპასუხისმგებლობას და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა უკრაინის მიმართ ჩინეთის პოლიტიკაზე".
„ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა მკაფიო აქცენტი გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტის საკითხსა და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე“, - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ინდონეზიაში გამართულ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს დაესწრო.
"უდავოა, რომ პეკინში გარკვეული დისკომფორტი არის შექმნილი რუსული მხარის დაუფიქრებელი რიტორიკისა და მოქმედბების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ასევე ისიც აშკარაა, რომ ჩინეთი, ალბათ, გაკვირვებულიც არის და ოდნავ შეცბუნებულიც კი რუსული სამხედრო ოპერაციების ჩატარების გამო,” - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის ოთხი ოლქის უკანონოდ მიერთების შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება - მათ შორის ბირთვული იარაღი - მოსკოვის ტერიტორიის დასაცავად. პუტინის განცხადება დასავლეთმა დაგმო. ამასთან, ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა მოსკოვის პოლიტიკას ზოგიერთ საკითხში გაემიჯნა.
0
0