30/07/2023
11:51
მსოფლიო
ჩინეთი და საფრანგეთი მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას განაგრძობენ. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გუშინ პეკინში ორი ქვეყნის ფინანსურ ეკონომიკური დიალოგის ფარგლებში რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინურ მხარეს სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, ფრანგულ მხარეს კი ეკონომიკის, ფინანსების, მრეწველობისა და ციფრული სუვერენიტეტის მინისტრი წარმოადგენდა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს 100-მდე ქვეყანასთან. მათ შორის ამერიკასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან. გარდა ამისა, ჩინეთი პარტნიორია ბრაზილიის, კანადის, მექსიკისა და არგენტინის.
ასევე თანამშრომლობს აზიის შემდეგ ქვეყნებთან: სამხრეთ კორეა, პაკისტანი, თურქეთი, მონღოლეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაილანდი და ეგვიპტე.
ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილზეა. გლობალური პანდემიისა და ხანგრძლივი ლოქდაუნის შემდეგ ქვეყანას წელს მიმდინარე ხუთ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს. დღეს ჩინეთი ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია.
ცნობისთვის, ჩინეთში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
0
0