
არის რაღაცები, რაც ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, პლენარულ სხდომაზე ერთად ვსხედვართ და მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრა რა არის, ჭიკარტები დაგვიწყვეს თუ სკამზე წებოვანი ლენტით დაგვაწებებენ? ასეთი რაღაცები არ მესმის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილის თქმით, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ქმედება მიუღებელია.
„მიმაჩნია, რომ ეს სიცანცარეა. ხვალ პლენარულ სხდომაზე რომ მოვლენ და დასხდებიან, დღეს იმ დარბაზში რა ხდება, სხვა ჰაერი იქნება, ჟანგბადია, თუ? „ქოცებმა“ „ნაცებთან“ არ დავჯდებითო და ნახევარი „ქოცები“ „ნაცები“ არიან. რომ დასჭირდათ, ზოგიერთმა პარტიამ ფრაქციები შექმნეს. თუ დარბაზში გუშინ ვიჯექი და ხვალ დავჯდები, ძაღლს მოგვიქსევენ თუ კატას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი კობახიძესთან საპარლამენტო ფრაქციების შეხვედრა იმართება, რომელსაც „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები არ ესწრებიან.
0
0