30/06/2023
11:11
მსოფლიო
ჩეხეთის პარლამენტში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების დაკანონების შესახებ დებატები გაიმართა. ამის შესახებ Euractiv იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, პარლამენტი განიხილავს ორ ურთიერთგამომრიცხავ კანონპროექტს - ქორწინების ინსტიტუტის, მათ შორის ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების შესახებ და ასევე ქვეყნის კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირის“ დაცვის შესახებ.
ამჟამად, ჩეხეთში ერთი და იმავე სქესის წყვილებს შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობაში ყოფნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანალოგიური მიდგომა მოქმედებს ლატვიაში, ხორვატიასა და უნგრეთში.
ინფორმაციისთვის, 20 ივნისს ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის პარლამენტმა მიიღო.
2023 წლის მდგომარეობით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება დაკანონდეს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სლოვენიასა და კუბაში.
ისრაელი ასევე აღიარებს ერთნაირი სქესის პირთა მიერ საზღვარგარეთ გაფორმებულ ქორწინებებს.
0
0