01/11/2021
10:59
მსოფლიო
მაშველებმა საბაგიროში მყოფი 14 ტურისტის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ბრიგადამ ისინი მეორე სალონიდან გამოიყვანა, რომელიც 15 მ სიმაღლეზე მდებარეობდა.
„ტურისტებს დაზიანებები არ აღენიშნებათ, უბრალოდ ფსიქოლოგიური შოკი მიიღეს“, - თქვა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
ავარიის მიზეზი გაურკვეველია; ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK-ი კი იუწყება, რომ საბაგირო გზების ოპერატორები ორშაბათს სარემონტო სამუშაოებისთვის გზის ჩაკეტვას აპირებდნენ.
1,000 მ სიმაღლის ჯეშთედის მთისკენ მიმავალი საბაგირო მარშრუტი ორ კაბინას იყენებს, რომელსაც თითო მემანქანე მართავს.
საბაგირო გზას, რომელიც 1933 წელს გაიხსნა, რეკონსტრუქცია 1970-იან წლებში ჩაუტარდა; ის ხელახლა 1975 წელს ამუშავდა.
ჯეშთედის მთა ჯეშთედ-კოზაკოვის ქედის უმაღლესი მწვერვალია, საიდანაც გერმანიისა და პოლონეთის ხედები იშლება; ის პოპულარულ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025