17/11/2024
10:07
სპორტი
ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ შეაფასა – „ლიონის“ თავდამსხმელმა იმედი გამოთქვა, რომ „ჯვაროსნები“ ჩეხეთთან დარჩენილ მატჩს მოიგებენ.
„ბათუმში მაგარი ატმოსფერო იყო. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. სულ ვცდილობთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ.
დღეს შეცვლაზე შემოვედი და მინდოდა, 100 პროცენტით მეთამაშა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი. ეს ერთი გოლით შევძელი.
ჩეხეთში დარჩენილ შეხვედრას რაც შეეხება, უნდა წავიდეთ მოსაგებად და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს გასვლაზე ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ოლომოუცში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0