ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც BBC-ი წერს, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანებები "არ არის სერიოზული", თუმცა პრეზიდენტს პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ხანმოკლე დაკვირვება სჭირდება. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, ისინი არ იძიებენ ინციდენტის მიზეზს, რადგან ის დახურულ სარბოლო წრეზე მოხდა და არა საავტომობილო გზაზე.
62 წლის პეტრ პაველი გატაცებულია მოტოციკლის მართვით. ის ამჟამად BMW R1200 GS-ს ფლობს. თავისი ჰობის გამო პრეზიდენტი საზოგადოებაში უსიამოვნებას იწვევს. გასულ წელს მას საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია მას შემდეგ, რაც დააფიქსირეს, რომ მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა.
0
0