22/12/2023
14:41
მსოფლიო
ჩეხეთის პოლიცია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. პოლიციის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების პრევენციული ზომები ხორციელდება და ასევე გრძელდება მუშაობა გუშინ, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპული პირების იდენტიფიცირებისთვის.
„ამჟამად 11 გარდაცვლილის ვინაობაა დადგენილი და ვმუშაობთ სხვების ვინაობის იდენტიფიცირებაზე“, - აცხადებენ ჩეხეთის პოლიციაში.
გუშინ 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 14 უშუალოდ უნივერსიტეტში. ამავე დროს დაშავდა 25 პირი. ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელიც. მომხდარის გამო, ქვეყანაში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც ქვეყნის შსს–ში აცხადებენ, მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.
0
0