
"იცის სწორი რა არის, მაგრამ ვერ შვება, რომ გარემოცვამ არ გარიყოს" - თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში თამარ კინწურაშვილზე წერს:
"ეს ქალი არის გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილე - უშიშროების საბჭოში.
გიგას ახლობელია თავისუფლების ინსტიტუტიდან - იცნობს გიგას, იცის მისი სტანდარტი.
სანამ გიგა თანამდებობაზე იყო და ხელფასს იქიდან იღებდა გიგას კბილებით იცავდა.
მერე ენჯიო შექმნა - დეზინფორმაციასთან საბრძოლველი.
დრო დასჭირდა რომ ენჯიო სპექტრში ჩაწერილიყო.
როგორც ბოკერიას ყოფილ თანამშრომელს - უცხოდ უყურებდა ენჯიო კლანი და ინტეგრაცია გაუჭირდა, მაგრამ მიზანდასახული ქალია, იწვალა, იწვალა და ბოლოს ჩაეწერა სადღაც, პერიფერიად.
ანუ ამ ქალმა გიგაც დიდებულად იცის.
ისიც ზუსტად იცის, რომ ვერანაირი და არანაირი ზეწოლა რომელიმე ბიზნესზე, ან სახელმწიფო
უწყებაზე გიგას სახელით ფიზიკურად ვერ მოხდებოდა.
და თუ ხდებოდა, თვითონაც იქ იყო - მის მოადგილედ.
მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი არსებობს და ეგეც იცის, რომ ადამიანის დისკრედიტაციის მიზნით, მაგალითად წამების, კორუფციის, ორგანოებით ვაჭრობის დაბრალება რუსული პროპაგანდის მეთოდია.
ანუ ცოდნის პრობლემა არ აქვს.
ვკითხე ბაია პატარაიას დეზინფორმაციაზე ბუჩქებში რატომ შეძვერი მეთქი და ეს მიპასუხა
ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ
კარგად დაგანახოთ იმ სტატუს კვო
ლოიალისტების კონდიცია რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ რეჟიმი ცუდად იქცევა, მაგრამ
იმის გამო რომ კონფორმისტები არიან, აი ასეთ ალიბებს პოულობენ -
კაცების გათხოვებაზე, მასონებზე
და გლობალური ომის პარტიაზე.
ადამიანის ევოლუციური ბუნებაა ეს - იცის სწორი რა არის, მაგრამ ვერ შვება, რომ გარემოცვამ არ გარიყოს.
როცა იგრძნობენ რომ სტატუს კვო იცვლება დომინოს პრინციპით ჩამოიშლებიან.
ანუ კინწურაშვილის კონფორმიზმი როგორც ბოკერიას გამოადგა სანამ ძალაუფლება ჰქონდა, ისე გამოადგა ენჯიო კლანსაც.
ზუსტად იგივე მოხდება სტატუს კვო ლოიალისტებზეც - ცვლილებებს რომ იგრძნობენ, როგორც ქოცებს ადგებიან ახლა, ისე გამოგვადგებიან ჩვენც,"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და "სქრინს" აქვეყნებს.
0
0