
სალომეზე ნერვიულობს, რომ ყურადღებას ართმევს და მთავარი თემა ისაა და არა სააკაშვილი, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ „ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში “ზურაბიშვილის პროექტის” გარშემო აქტიურ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს“.
„რომ უთხრან ტალღა მზარდი არ არისო, ნაგავს შემოგაყრის.
თუ მზარდ ტალღებზე უყვები ტყუილებს, სიაში ჩაგსვამს - ჰოდა ატყუებს ჭიაბერაშვილი, სხვანაირად ვერ იტივტივებს
სალომეზე ნერვიულობს, რომ ყურადღებას ართმევს და მთავარი თემა ისაა და არა სააკაშვილი.
იმას სწორად ხვდება, რომ სტატუსის საკითხის სალომეს დამსახურებად გამოცხადება უნდა რამდენიმე ფიგურას ევროკავშირში, რომ კობახიძემ და ღარიბაშვილმა არ იბლატაონ (რაც სისულელეა, მაინც ეგენი მიიწერენ) და ამაზეა ჩხუბი ბიძინას თოჯინებს შორის“,- წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025