ჩერგოლეიშვილი: რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე
A-
+A

რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი,- ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას, რომ „აუცილებელია დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, „ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს“.
კერძოდ, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
„აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა“.
განცხადების თანახმად, არსებული „პოლიტიკური კრიზისიდან“ მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, „აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.
0
0
118
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%