
საკითხავი სათვალე, რომელიც ოდესღაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს (1874-1965) ეკუთვნოდა, დიდ ბრიტანეთში 59 995 ფუნტ სტერლინგად (თითქმის 80 000 აშშ დოლარად) იყიდება. ამის შესახებ დილერის, Paul Fraser Collectibles-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.
მრგვალი კუს ნიჟარის ჩარჩოიანი სათვალე, რომელიც მინისტრისთვის 1954 წელს C.W. Dixey & Son-მა სპეციალურად დაამზადა, იდეალურ მდგომარეობაშია შემონახული, ორიგინალურ ყუთში და სერტიფიკატით.
„თითოეული სათვალე საგულდაგულოდ შეირჩა მისი სახისთვის და ჩერჩილის ინსტრუქციის შესაბამისად, თითოეული სათვალე საფეთქლებზე სხვადასხვა რაოდენობის თეთრი წერტილებით იყო მონიშნული, მათი დანიშნულების მიხედვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დილერის თქმით, მის სათვალეზე ცალკეული თეთრი წერტილები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კითხვისთვის გამოიყენებოდა. სათვალეები ასევე შექმნილი იყო სიტყვით გამოსვლისთვის, ხატვისა და წერისთვის.
0
0