07/02/2022
11:33
სხვადასხვა
"იმ ქვეყნებში, სადაც შოუ-ბიზნესი არსებობს, ხელოვანს არ ეკითხებიან, ვარსკვლავი გაგიხსნა თუ არაო და არც ეშინიათ ვარსკვლავის გახსნის. "ნაციონალური მოძრაობის" ბობოქრობაში ვარსკვლავი კი არა, ჩემი სიმღერა არ ისმოდა არცერთ რადიოსადგურზე. დაგვიანდა ჯემალ სეფიაშვილის ვარსკვლავი და არ მინდა, გენაცვალე, რამდენი ვარსკვლავი მაქვს იცი? - ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს და ღიღინებს." - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.
კომპოზიტორმა საკუთარი ცხოვრების არაერთ ეპიზოდთან ერთად, ილაპარაკა რუსეთში მოღვაწეობის შესახებაც და სინანულით დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, იმ პერიოდში, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, ვინაიდან მას იქ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო.
"იმ პერიოდში ძალიან ბევრ კარგ ადამიანთან მქონდა შეხება და მთხოვდნენ, დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ ცისანა ქმარს შორდებოდა და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. გავყიდეთ ბინა მოსკოვის ცენტრში, 60 000 დოლარად. რამდენიმე თვეში ის ბინა, 120 კვადრატული მეტრი, მილიონ ნახევრად გაიყიდა. შევედი ტაძარში, დავანთე სანთლები და ღმერთს ვუთხარი: მადლობა, რომ ჩემგან შესაწირი მოითხოვე და მე შემოგწირე - მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცისანა დაბრუნებულიყო საქართველოში და მე დავრჩენილიყავი იქ?! " - თქვა ჯემალ სეფიაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, ვინ არის პუტინი, კომპოზიტორმა უპასუხა - რუსეთის პრეზიდენტი!
- მხოლოდ ამით შემოიფარგლებით? - იკითხა ნოე სულაბერიძემ,
- დიახ - მიუგო ჯემალ სეფიაშვილმა.
0
0