
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გერმანიის ლიმბახის ლაბორატორიიდან მოსულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისთვის უფრო დამაჯერებელია იმ ლაბორატორიებიდან მიღებული შედეგები, რომლებსაც დაცვის მხარემ მიმართა.
მოდით, წონაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, პაციენტის რეაქცია ამაზე არაერთგვაროვანია - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე
„მე მჯერა იმ შედეგების, რომლებიც მივიღეთ პირველად გერმანიიდან და შემდეგ მივიღეთ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. რა ვქნა, ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია და რაც მთავარია, შედეგს ვხედავ ყოველ ნახვაზე. იმდენად არ მაქვს უკვე არავის ნდობა, რომ ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ანალიზები გერმანიაში, ლიმბახის ლაბორატორიაში იქნა გაგზავნილი, საიდანაც პასუხები მიიღეს და დადგინდა, რომ პაციენტის სისხლში მძიმე მეტალების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია.
0
0
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს
08/04/2026