
ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, დავით კეზერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, კეზერაშვილი “ფორმულას” საკონტროლო პაკეტს ჟურნალისტენს გადასცემს.
ტაბლიაშვილი წერს:
"მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს.
დავით კეზერაშვილი....თუმცა! ამ ვრცელ წერილში სხვაც ბევრია საინტერესო!
მაგალითად, ჩემთვის ცნობილი იყო (ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად), რომ BBС - ის მასალის ავტორი სულაც არაა ამ ბრიტანული მედიის პირდაპირი თანამშრომელი.
ჩემთვის სიახლე კი არა, საინტერესოა თავად კეზერაშვილის შემტევი სტილი!
და ა.შ.ოღონდ, ამ სტატუსს რომ ვწერ, იმიტომ არა, რომ, აი, ვიცავ "ფორმულაში" საკონტროლო პაკეტი რომ აღარ აქვს, იმ კეზერაშვილს... არა! ჩემთვის, გარდა მის მიერ წარმოებული სამართლებრივი დავებისა... პროცესისა, საინტერესოა "ზუმ აუთი" და ხედვა!..
და უსაინტერესოესია "ფორმულას" მომავალი!
რომელიც, ჯერ ერთი რომა, საუკეთესოა და მეორე - კეზერაშვილის ამ საინტერესო სვლით (წილის ნაწილის დათმობა), გადარჩება და გაძლიერდება კიდეც.." წერს ტაბლიაშვილი.
0
0