27/07/2022
17:07
პოლიტიკა
ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ "ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა.
„ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა- სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, რომ მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან ტექსტუალურად, რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი.
ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაწუხებთ კითხვები, არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე შეიძლება ესაუბრათ ივანიშვილს და კელი დეგნანს, არსებობდა თუ არა (სურვილი), რომ საქართველო მართლა ომში ჩართულიყო? შეიძლებოდა თუ არა ეს სურვილი ყოფილიყო ან რის ხარჯზე შეიძლებოდა ყოფილიყო? ამ ადამიანს ხომ შეუძლია ამ კითხვებზე (პასუხი გასცეს), მე ხომ ფაქტებით ვესაუბრებოდი, რომ არ გაემიჯნა და პირიქით, მხარდაჭერა გამოხატა ლომჯარიას მიმართ, აღარ ჩავუღრმავდები იმას, რომ არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი, რომ აღარ წაიკითხა, ურთიერთპატივისცემა თუ გვაქვს, შეურაცხყოფად აქეთ უფრო ჩავთვლით, რომ არჩეულ ადამიანს ასე უდიერი პასუხი გასცა.
ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ, საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილია, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,"- განაცხადა ყაველაშვილმა.
0
0