
“კადრებს ვერ ვუყურე, თვალები დავხუჭე, ჩემთვის ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო” - ასე გამოეხმაურა მხატვარი გია ბუღაძე, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას. მისი თქმით, ვიზუალური თვალსაზრისით ქოცებმა წააგეს, რადგან აღნიშნულმა კადრებმა მაყურებელში თანაგრძნობა გამოიწვია.
"ვერ ვუყურე კადრებს, თვალებს ვხუჭავდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო შავმაგიური რიტუალი, პირდაპირი გაგებით მსხვერპლშეწირვის და ამას გვაყურებინებდნენ. მესმის, რომ ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს.
ადამიანში არსებობს ისეთი მუხტი, ხშირად სისხლი სწყურია, მაგრამ კაცობრიობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანში ჩამოყალიბებულიყო ჰუმანური არსი. "ოცნება" დგას დაპირისპირებასა და ზიზღზე. ზიზღი არის ის მკვებავი ძალა, რომელიც მას აარსებებს. ვიზუალური თვალსაზრისით ქოცებმა წააგეს, იმიტომ რომ თანაგრძნობას უფრო მეტად იწვევდა ეს კადრები ვიდრე სხვა რამეს. რეალურად იმდენად დაუჯერებლად ბნელი და შემზარავი იყო",- აღნიშნა გია ბუღაძემ.
0
0