25/10/2022
12:09
პოლიტიკა
ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა.
„ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. წინ წასვლა ნიშნავს ზუსტად იმ ისტორიული მომენტის აღნიშვნას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა და რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი მთავარი ღირებულებების - გავაფორმოთ, რომ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხი და ყოველთვის გვსურდა თავისუფალ სამყაროსთან ასოცირება, აი ამ პროცესში და სახალხო დამცველის არჩევაც საბედნიეროდ, არის ამ პროცესის ნაწილი. ამიტომ თუ ჩემზე ან სხვა, ღირსეულზე შეაჩერებთ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი იქნება სწორი, მე ვიქნები ბედნიერი. ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი და თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.
0
0