
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გირაოს გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ დაკისრებული გირაო, პატიმრობით შეიცვალოს.
"ნიკას [გვარამია] ჯერ კიდევ აქვს ვადა გირაოს გადახდის, ამიტომ დღეს დაპატიმრების საფრთხე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას. ეგ პრობლემა დადგება 7 ივნისის შემდეგ, რადგან ეწურება გირაოს გადახდის ვადა. ჩემს შემთხვევაში პროცესი არის ზეგ და მაღალი ალბათობა არის იმის, რომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეცვალონ უფრო მკაცრი ღონისძიებით, რაც ამ შემთხვევაში არის პატიმრობა," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
გირაოს გადახდას არ აპირებს არც "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია. ამ წუთებში იმართება სასამართლო სხდომა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე არ მსჯელობენ. გირაოს გადახდის ვადა შვიდ ივნისს იწურება, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია "ახალში" აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.
0
0