
"ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმეს მიეცა მსვლელობა... ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემს ოჯახზე, მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც დღეს საღამომდე იყო ფაქტობრივად გაჩერებული, შსს მინისტრის რეზოლუცია დაედო, რომლის მიხედვითაც საქმეს მიეცა მსვლელობა.
ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია.
მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ასეულობით ადამიანს, ვინც ხვალ აპირებდა გამაფრთხილებელ შეკრებაზე მოსვლას და მხარდაჭერას.
ამ მუხტმა და მზაობამ მიაღებინა შესაბამისი გადაწყვეტილება შსს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - წერს ქაცარავა.
ცნობისთვის, დავით ქაცარავა დღეს, თბილისში, სააკაძის მოედანზე აქციის გამართვას აპირებდა. მან ძალადობაში “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები დაადანაშაულა. ამ აქციის ანონსის პარალელურად, დღესვე კონტრაქცია დააანონსა “ალტ-ინფომაც”.
0
0