ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
"ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება, არ მინდა "ბარსელონასთვის" პრობლემად ვიქცე, ამიტომ ივნისში გუნდს დავტოვებ.
როდესაც ასეთ გუნდს წვრთნი, წნეხი ძალიან დიდია, ვაპირებ, რომ ერთი სეზონით დავისვენო, რადგან ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს. ზოგადად, "ბარსელონას" ყველა მწვრთნელს დროთა განმავლობაში ასე ემართება.
ენერგია ისევ გამაჩნია და ამ სეზონში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერს 10
ქულით ჩამოვრჩებით. ახლა ნაკლებად გამაკრიტიკებთ, რადგან გეცოდინებათ, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ.
კლუბი უპირველესია, მე "კულე" ვარ და ეს კლუბი მიყვარს, ლაპორტას იგივე ვუთხარი", - განაცხადა ჩავიმ.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილში 44 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.
0
0
გივი თარგამაძე დააკავეს
27/06/2025