
პატივცემულო საზოგადოება, მოგმართავთ თქვენ , რომ გაიგოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ !
ეს, გახლავთ, ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები ?!
გუშინ , ეს, რა ცირკი , რა მარაზმი მოაწყვეს !!! – ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე!
არც , პრესკონფერენცია მომიწყვია, არც, ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია , გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის , ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ , ბევრი პოლიტიკოსი თუ რიგითი საზოგადოების წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას !
ნაციონალური მოძრაობა , ჩემს მიერ ფეისბუქში(!) დაწერილ ინფორმაციაზე , ან, უდა გაჩუმებულიყო, ან, პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ , დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარდეგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!
ნაცვლად, სიმართლისა , წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში !
გამოცდილმა, პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე , მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში ?
დეპუტატების არაფრისმთქმელი , უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?!
ჩემს გადაგდებულ ანკესზე , ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამოდენიმე პოლიტიკოსი !
კი , ბატონო !
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ელოდოს ჩემგან
ბადის სტყორცნას !
დაპირისპირება მიღებულია !
ვინ , ვის მართავს , საზოგადოება მალე გაიგებს !
პატივისცემით,
პოლიტდევნილი
იოსებ თოფურიძე
07.10.2022 წელი",- წერს თოფურიძე.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026